ნათია ფანჯიკიძე: გარდაუვალი ტრაგედია მზადდებოდა, აქ გაუთვალისწინებელი აღარაფერი ყოფილა, გარდა იმისა, რომ ტრაგედიამ სხვა ოჯახში გადაინაცვლა და მოზარდის სიცოცლე შეიწირა

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
სანამ ეს ჯოჯოხეთი დატრიალდებოდა, უმწეო ქალი, საბრალო დედა შეიარაღებული მოძალადის ხელში რატომ დატოვა პოლიციამ? გამოიკვლევს ვინმე? თუ არ სცალიათ, ანეკდოტებს დასდევენ სოც ქსელებში? გარდაუვალი ტრაგედია მზადდებოდა, აქ გაუთვალისწინებელი აღარაფერი ყოფილა, გარდა იმისა, რომ ტრაგედიამ სხვა ოჯახში გადაინაცვლა და მოზარდის სიცოცლე შეიწირა. ამხელა ტრაგედიის წინაშე ისიც კი მერიდება ახლა დავდგე და იმის განხილვას მოვყვე, რა პრობლემების და საჭიროებებების წინაშეა ფსიქიკური ჯანდაცვა მის ყველა ეტაპზე და არამარტო – სახელმწიფოში ყველა სისტემა მორყეულია, სქროლვა-ტროლვის გარდა.
პ.ს. რაჭაში ვარ, ვერ ვადევნებ თვალს ყველაფერს. აქ წერენ, ქალი სულაც არ ყოფილა უმწეოო, თვითონაც კრიმინალიაო და თუ ეს ასეა, ეს მხოლოდ ჩემს პირველ წინადადებას ცვლის და ეწინააღმდეგება, დანარჩენი
მით უარესი ყოფილა ყველაფერი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)