“საქართველო სათანადოდ დაუფასებელია – ძალიან მალე დავბრუნდები!“ – რას წერს მილიარდერი პაველ დუროვი თბილისში “საიდუმლო“ ვიზიტის შემდეგ

რუსი მი­ლი­არ­დე­რი, Telegram-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პა­ველ დუ­რო­ვი მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში და დე­და­ქა­ლაქ­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ თა­ვის­სა­ვე შექ­მნილ პლატ­ფორ­მა­ზე წერს და გა­მომ­წე­რებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს უზი­ა­რებს.

“სა­ქარ­თვე­ლო­თი ძა­ლი­ან მო­ხიბ­ლუ­ლი ვარ.

ეს ქვე­ყა­ნა ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი თბი­ლი ხალ­ხით, უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რით, ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი და შთამ­ბეჭ­და­ვი პე­ი­ზა­ჟე­ბით.

თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი აქ არ მთავ­რდე­ბა…

მთავ­რო­ბის ბიზ­ნეს­ზე მორ­გე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კის წყა­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო უმ­სხვი­ლეს ბიზ­ნეს ჰა­ბად იქ­ცე­ვა.

ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა 5 წე­ლი­წად­ში გა­ორ­მაგ­და და კვლავ იზ­რდე­ბა წე­ლი­წად­ში 8%-ით.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი იხ­დი­ან 0%-იან მო­გე­ბის გა­და­სა­ხადს და მხო­ლოდ 5%-ს დი­ვი­დენ­დებ­სა და სა­შე­მო­სავ­ლო­ზე.

სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც სა­მოგ­ზა­უ­რო და ბიზ­ნე­სის სა­წარ­მო­ე­ბე­ლი ად­გი­ლი, ნამ­დვი­ლად სა­თა­ნა­დოდ და­უ­ფა­სე­ბე­ლია.

ძა­ლი­ან მალე დავ­ბრუნ­დე­ბი!” – წერს მი­ლი­არ­დე­ლი, Telegram-ზე.

  • შე­გახ­სე­ნებთ, პა­ველ დუ­რო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 თვის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და. სხვა­დას­ხვა პლატ­ფორ­მებ­ზე გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ დუ­რო­ვი თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

Telegram-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი საფ­რან­გეთ­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ის 2024 წლის აგ­ვის­ტო­ში პა­რი­ზის ლე ბურ­ჟეს აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს და 12 ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს, მათ შო­რის კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­ში დახ­მა­რე­ბა და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა. სა­სა­მარ­თლოს იმ 5 მი­ლი­ო­ნი ევ­როს გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, თუმ­ცა სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა საფ­რან­გეთ­ში დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უძ­ლია.

ის ამ დრო­ის­თვის დუ­რო­ვი დუ­ბა­ი­ში ცხოვ­რობს.

დუ­როვ­მა Le Point-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ მისი თით­ქმის 14 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბის მემ­კვიდ­რე გახ­დე­ბა ის 100-ზე მეტი ბავ­შვი, რო­მელ­თა მა­მაც თა­ვად არის. დუ­როვ­მა თქვა ისიც, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჰყავს ექ­ვსი შვი­ლი სამი სხვა­დას­ხვა ქა­ლის­გან. თუმ­ცა და­ა­მა­ტა, რომ იმ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც 15 წლის წინ სპერ­მა ჩა­ა­ბა­რა მე­გობ­რის და­სახ­მა­რებ­ლად, მას უთხრეს, რომ ამ სპერ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით 12 ქვე­ყა­ნა­ში 100-ზე მეტი ბავ­შვი ჩა­ი­სა­ხა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)