ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე

ჟურნალისტ ვახო სანაიას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტისთვის 14-დღიანი პატიმრობის მისჯა აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებში - ამის შესახებ  ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ევროპარლამენტარი ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს და ევროკავშირისგან რეგირებას ითხოვს:

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში.

ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

სოლიდარობა ვახო სანაიას!"- წერს რასა იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.