კაცები: ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ იყოს და რაიმეს აპროტესტებდეს პროპაგანდა დაგვარწმუნებდა რომ იგი დასცინის ქართველებს, ღმერთს, მოხუცებს…

“ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ იყოს და რაიმეს აპროტესტებდეს, მისი ხუთტომეულიდანაც ამოიღებდა პროპაგანდა ციტატებს და დაგვარწმუნებდა რომ იგი დასცინის ქართველებს, ღმერთს, მოხუცებს, ცალთვალებს და სმენადაქვეითებულებს. ნუ დაუჯერებ პროპაგანდას. ჩვენი მხარდაჭერა ონისე ოქრიაშვილს” – წერს “კაცები” სოციალურ ქსელში.
🔻 ონისე ოქრიაშვილს თავს გუშინ დაესხნენ – მას სადარბაზოსთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ცოლის ინფორმაციით, “მას დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი, სისხლიანი ჰქონდა ხელი, დაწითლებული აქვს კისერი და თავში ურტყამდნენ”. ასევე, თვითმხილველის მიერ გუშინ გადაღებულ კადრებში ისმის, როგორ ახსენებენ თავდამსხმელები ნოდარ დუმბაძეს. მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში ოცნების პროპაგანდისტული მედია ხუმრობაში ნოდარ დუმბაძის ხსენების გამო ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტაციას ეწეოდა.
🔻 ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს