შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

შოთა დიღმელაშვილი Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი:
ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება.
დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს, ონისეს რომ დაესხნენ თავს და კომიკოსისგან ღმერთზე ხუმრობა გასდით და ნოდარ დუმბაძეზე – არა?
ცნობისათვის,

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გაავრცელებს. მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოქრიაშვილს თავს სამი ადამიანი დაესხა.

„ონისე ოქრიაშვილს სახლთან სამი ადამიანი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ონისე ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ”, – წერს გიორგი მოსიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მულით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.