ვახო სანაიას „ფეისბუქ“ სტატუსის გამო 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა – ჩვენ ეტყობა დიქტატურა ტანკებით და ავტომატიანების მიერ ქუჩების გაკონტროლება გვგონია, – ამის შესახებ“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით ის, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება, რომელსაც დღეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ინფორმაციისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.




