საბჭოთა საქართველო რეალურ სახეს იღებს – ევროპარლამენტარი ვახო სანაიას პატიმრობაზე

საბჭოთა საქართველო რეალურ სახეს იღებს – ასე ეხმაურება ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობაში გაშვებას სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი.

ეს აჩვენებს, თუ რომელ მხარეს მდებარეობს დღევანდელი საქართველო: ევროპის ავტორიტარულ ნაწილში – წერს გალერი.

„ფორმულა ტვ“-ის ჟურნალისტს, ვახო სანაიას, Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტისთვის 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მას გაცილებით მაღალი სასჯელი მიესაჯა, ეს არ არის დამამშვიდებელი, მაგრამ ეს აჩვენებს, თუ რომელ მხარეს მდებარეობს დღევანდელი საქართველო: ევროპის ავტორიტარულ ნაწილში. საბჭოთა საქართველო რეალურ სახეს იღებს”, – წერს გალერი. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)