ლალი მოროშკინა: და განა ამათ შეეძლოთ დიდი ქართული, სუფრული ერთობის და ბედნიერების ჩაშლა? კარგით რა… ვაღიარებ, რომ მაქვს ერთი დიდი ცოდვა – ვერ ვპატიობ ღალატს…

ლალი მოროშკინა:
და განა ამათ შეეძლოთ დიდი ქართული, სუფრული ერთობის და ბედნიერების ჩაშლა?
კარგით რა…
მე 8 წელია კახეთში ვარ..
ვცდილობ წმ.ნინოს მოძღვრებას მივყვე.
მიყვარს მოყვასი,
ვლოცულობ,
ვზრდი ახალ თაობას,
ბევრს ვმუშაობ და ვაღიარებ,.რომ.მაქვს
ერთი დიდი ცოდვა- ვერ ვპატიობ ღალატს…
დღეს ვმასპინძლობდი შეშინებულ, ნაცემ, ბავშვურ სილაღე შერჩენილ უკრაინელ და რუს გოგონებს, რომლებიც ყველა საქართველოს გარშემო მოყოლილი ისტორიის ფინალში ტიროდნენ. ერთმანეთის მონაცვლეობით უკრაინულ-რუსულად თავის ისტორიებს ყვებოდნენ…
რა სამწუხაროა, რომ ადვოკატის გარეშე ვერც კი გადაადგილდებიან.
ე შ ი ნ ი ა თ….
მათი ადვოკატი ლალი აფციაურია, ეს ის Lali Aptsiauri რომელთან ერთადაც
ორმა ქალმა, (არ ვამეტებ)
2011 წელს გლდანის ციხის ბუნტი ჩავახშეთ…
ალბათ კარმულია ჩემი და ლალის შეხვედრა კონფლიქტის დროს…
არ არსებობს ცუდი ერი არსებობენ უზრდელი ადამიანები, ან აგენტურული ქსელის ოფიცრები…
P.S. “დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა….”
არადა სტუმრად 5 შეშინებული,სლავი გოგო მყავდა…

ასევე დაგაინტერესებთ

პატრიარქისა და კულტურის მინისტრის შეხვედრაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილეს