“ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, გულბაათ რცხილაძე,  რომელიც ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

“ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, გულბაათ რცხილაძე,  რომელიც ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

რცხილაძე თანახმა იყო შინა პატიმრობაზე  –  ელექტრონული სამაჯურით კონტროლზე, მაგრამ მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის ინფორმაციით, შემდეგი პროცესი 3 აგვისტოს ჩაინიშნა.

სამწუხაროდ მოსამართლემ ასე მიიჩნია, რომ ისევ პატიმრობა დატოვა ძალაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები მხარეებმა სადავოდ გავხადეთ. შემდგომი სხდომა 3 აგვისტოს იქნება, 11:00 საათზე. გულბაათი არ აღიარებს ჯაშუშობის ფაქტს, არის უდანაშაულო, მას ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაიმე განზრახვა არ ჰქონია, არ არის საზოგადოებისთვის საფრთხე, რომ მისი გამოშვება სახელმწიფო ინტერესს დააზარალებდა , ან დააზარალებს. თანხის მიზნობირობას გააჩნია, ვისგან იღებდა და რას. ტიპური ჯაშუშობა რა არის – უცხო ქვეყნის დაზვერვის თანამშრომელთან უნდაგქოდნეს ურთიერთობა, უნდა მოხდეს მისი მხრიდან შენი გადმობირება, მისი დავალებით გარკვეული ინფორმაციები უნდა შეაგროვო, თანხა აიღო და ეს ინფორმაციები გადასცე. ეს ყველაფერი ერთობლიობაში არ გვაქვს. გულბაათი არ მალავდა, თუ რაიმე კონფერენციებს გარკვეულ თემებზე მართავდა, თანხას იღებდა ამაში, რისი მიზნობრიობაც იყო გაწერილი. არა ის, რომ საიდუმლო ინფორმცია შეეგროვებინა და რომელიმე ქვეყნისთვის გადაეცა, – განაცხადა რცხილაძის ადვოკატმა, ლაშა გოლუბიანმა.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
  • სუს-ში აცხადებენ, რომ  ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ პასუხობს კითხვას, რომელია ის ორი ქვეყანა, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა.
  • გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.