იურისტი საბა ბრაჭველი:
დღეს უკვე ვრცელდება აგარანის ქორწილში მყოფების მონათხრობიც და ფოტო-მასალაც, სადაც აშკარად ჩანს რუსი ქალის მიერ კაცისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანება. ყველა ფეისბუქ ‘ჯენტლმენის’ მიუხედავად, ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსი equal rights, equal lefts იდეას იზიარებს და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ქალებისა და კაცების დასჯას თანაბრად მოითხოვს.
მეტიც, ჩვენი სისხლის სამართლის დოქტრინა იცნობს პროვოკაციის ცნებას, ანუ როდესაც ადამიანი განზრახ ქმნის ან იწვევს თავდასხმის საფრთხეს, რათა შემდეგ თავდამსხმელზე ძალა (ან სხვა საშუალება) გამოიყენოს და ეს მის მიერვე გამოწვეული თავდასხმით გაამართლოს. სხვა სიტყვებით, თუ პირი სპეციალურად ცდილობს კონფლიქტის ისე განვითარებას, რომ მეორე მხარემ შეუტიოს, შემდეგ კი თვითონ ძალა გამოიყენოს, აქ არც აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა წარმოიშვება და სასამართლომაც უნდა გაითვალისწინოს პროვოკაცია, როგორც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, ისე – შესაძლო სასჯელის განსაზღვრის ეტაპებზე.
სისხლის სამართლის პრინციპები, ცხადია, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე ფიზიკურ ძალადობას არასოდეს ამართლებენ. თუმცა, აქ არა მხოლოდ პროვოკაციის, არამედ – კაცზე ფიზიკური ძალადობის კვალიც აშკარაა, რაც, სულ მცირე, აუცილებელი მოგერიების ან აფექტის მდგომარეობის მნიშვნელოვან ვარაუდს ქმნის.
ნებისმიერ შემთხვევაში, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება მოქნილი და ადეკვატური უნდა იყოს იმ კონტექსტისადმი, რომელშიც მუშაობს. პროვოკაცია იქნება, აუცილებელი მოგერიება, თუ ნებისმიერი სხვა მექანიზმი, არ შეიძლება სახელმწიფო საზოგადოებას ეუბნებოდეს, რომ მტყუანია ადამიანი, ვისაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ქორწილი ჩაუშალეს, აპარატურა დაუზიანეს, მომღერალი გაუქციეს, და მისივე ქვეყანაში ოკუპანტის ენაზე სთხოვდნენ საუბარს.
ამიტომაცაა, რომ ინტერნეტში უამრავ ვიდეოს ან ნიუსს ნახავთ (თუნდაც ასეთს, https://x.com/VALMICHEL7/status/1135608213313863683 ან ასეთს https://www.newsflare.com/…/local-uses-jiu-jitsu-to… ), სადაც პროვოკატორ რუს ტურისტებს სათანადოდ უსწორდებიან, მაგრამ ამას ადგილობრივის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ მოყვება.
ჰოდა, პაპზე დიდი კათოლიკეობა არ ვარგა, მითუმეტეს დღევანდელ საქართველოში. და ცოტა იქნებ თვალები გავახილოთ, სწრაფი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება სხვაგანაც ხომ არ გვჭირდება




