საბა ბრაჭველი: აგარანის კონფლიქტში სახასიათო ისიცაა, რომ სანამ ქორწილის ჩაშლის, თავზე სითხეების დასხმის და სხვა შეურაცხყოფების ამბები გაირკვეოდა, რუსმა ქალებმა მოასწრეს ვიდეოს ატვირთვა და მორჩა – მთელი ამბავი ისე შეიფუთა, როგორც მათ აწყობდათ (ვიდეო)

იურისტი საბა ბრაჭველი:
აგარანის კონფლიქტში სახასიათო ისიცაა, რომ სანამ ქორწილის ჩაშლის, თავზე სითხეების დასხმის და სხვა შეურაცხყოფების ამბები გაირკვეოდა, რუსმა ქალებმა მოასწრეს ვიდეოს ატვირთვა და მორჩა – მთელი ამბავი ისე შეიფუთა, როგორც მათ აწყობდათ. მთავარი დარტყმის სურათი გახდა და ბევრისთვის მეორეხარისხოვნად იქცა, თუ როგორ იქცეოდნენ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე კოლონიალისტი პროვოკატორები.
(და კი, რუსები არიან, მოსკოვი უწერიათ საცხოვრებელ ადგილად, მოსკოვიდან სთორავენ და პასპორტის ფერს/ეთნიკურობას მნიშვნელობა ომის დროს აღარ აქვს).
მოკლედ, სანამ იმ ბიჭის დაზიანებების ფოტოები გამოჩნდა, თვითმხილველების სტატუსები დაიწერა და ადვოკატის განცხადება გაკეთდა, ხალხის ნახევარს მისთვის განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა.
ეს ტაქტიკა – გაშუქების დასწრება და მეტოქის წინასწარ გაშავება გამორჩეული ოსტატობით მთავრობებს აქვთ ათვისებული. სოციალური მედიის ეპოქაში, მთავარია მეორე მხარეს რამე პირველმა და დამაჯერებლად დააბრალო, მერე კი სისხლის სამართლის ისეთ პრინციპებს, როგორიც უდანაშაულობის პრეზუმფცია და ეგეთი ბავშვობებია, ყურადღებას აღარავინ აქცევს.
ქვემოთ დავდებ ვიდეოს ბმულს, სადაც ამ ტაქტიკას განვიხილავ. პარალელურად კი ერთს ვისურვებ – ნეტა მართლა ძლიერებისგან ნატა ვიბლიანის, მზია ამაღლობელის, ელენე ხოშტარიას და სხვების ჩაგვრას აპროტესტებდეს ყველა ის ადამიანი, ვისაც, რატომღაც, მხოლოდ ამ ვანდალებზე დაეწვა გული.