ქუთაისის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს – ამის შესახებ “პირველებს” ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი კვიცარიძის დედა აწვდის. ეთერ კვიცარიძე ამბობს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მისმა 32 წლის შვილმა და მინიმუმ კიდევ ორმა პატიმარმა უსამართლო მართლმსაჯულების გამო მიმართეს.
მოშიმშლე პატიმარი გიორგი კვიცარიძე ის აიტი სპეციალისტია, რომელმაც პოლიციის შიდა მიმოწერის სისტემაში შეაღწია და პოლიციაში მოქალაქეების სასტიკი ცემის კადრები საჯაროზე გამოიტანა. ეს ის ცნობილი მასალაა, რომელიც “შაბათის ეთერმა” გაასაჯაროვა და სადაც ქობულეთში სამი ახალგაზრდის ცემა ასახული.
შიმშილზე წავიდა. ეფე 2-3-შია, შიმშილის კამერა ყოფილა და იქაა გადაყვანილი. სამი სხედან სულ საშიმშილო კამერაში, დაკავშირება უნდა ტ პირველთანო. ისეთ მდგომარეობაშია, მეშინია იმათმა არ უქნან რამე და არ დააბრალონ მას, თვითონ ქნაო”, – ეუბნება “პირველებს” ეთერ კვიცარიძე.
მსჯავრდებული აიტი ტექნოლოგის, კვიცარიძის ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ჩადენის კიდევ 30-მდე ვიდეო აქვს.
ეთერ კვიცარიძის თქმით, ახლა ქუთაისის ციხის უფროსი მის შვილს ეუბნება, რომ ვიდეოები გააქროს და ამის სანაცვლოდ სასჯელის ერთ წლამდე შემცირებას ჰპირდება.
გაქრეს ის ვიდეოებიო ციხის უფროსს უთქვამს და წელიწადს მოგცემენო. ადვოკატს ეს რომ ვუთხარი, ეს ესე არ ხდებაო მითხრა, არაფერზე არ გაყვეს, მე უნდა მითხრან ეგო. ეგენი იტყუებიანო. სასამართლო როდის იქნება არ ვიციო, პროკურორი გაიქცა, ახალი არის ვიღაცა. დნმ აუღეს გიგას, თბილისშია გაგზავნილიო და არ იციან, როდის იქნება პასუხი. კიდევ ორი მიიყვანეს – პოლიციელი, არაფერი არ მახსოვსო იძახეს. მოსამართლისგან არაფერი რეაგირება არ იყო – ხომ უნდა ეთქვა, თუ არ გახსოვს, რატომ მოდიხარ აქო. ბიბლიაზე კი დებენ ხელს. ბავშვობის დაქალი მახლდა მე, გარეთ იჯდა და ეს ორი მოწმე რომ იყო გარეთ უსმინა მათ ლაპარაკს, ერთმანეთს ეუბნებოდნენ – ყველაფერზე თქვი არ მახსოვსო”, – ამბობს ეთერ კვიცარიძე.
- ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ “შაბათის ეთერს” პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ძალადობის კადრების ნამდვილობა ოფიციალურად დაუდასტურა. საგამოძიებო უწყებაში არც იმას უარყოფენ, რომ სასტიკ ანგარიშსწორებაში იმერეთის პოლიციის ის სამი თანამშრომელი მონაწილეობს, რომელებიც 2022 წელს ქობულეთში მივლინებით იმყოფებოდნენ. ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციელების მეირ პოლიციის შენობაში ჩადენილ მძიმე დანაშაულზე რეაგირება მხოლოდ მომხდარიდან თითქმის 4 წლის შემდეგ მოახდინეს და სამართალდამცავები 20226 წლის 23 თებერვალს დააკავეს.
ეს კი გიორგი კვიცარძის დედის ინფორმაციით, ის პერიოდია როდესაც მისი შვილი უკვე პატიმარია, (ნარკოტიკების რეალიზების მუხლით დააკავეს) კადრები გამოტანილია და ვიდეო მასალა დედამ მოსამართლე ქეთევან თხელიძეს მიუტანა, რომლიც მისი შვლის საქმეს განიხილავდა.




