ეკა კუპატაძე: გიგას გვერდით დაკრძალულია 22 წლის თემო, რომელიც ასე, უპასუხისმგებლო მძღოლის მსხვერპლი გახდა და თემო იმ მძღოლისთვის მეორე შემთხვევა იყო….

“გიგას გვერდით დაკრძალულია 22 წლის თემო, რომელიც ასე, უპასუხისმგებლო მძღოლის მსხვერპლი გახდა და თემო იმ მძღოლისთვის მეორე შემთხვევა იყო…. ციხიდან გამოსულმა ცოტა ხანში თემოს ოჯახიც დაღუპა…” – მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ახლობელს ეხმაურება, რომელიც ბრალდებული მძღოლისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს
🔻 გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი გუშინ საღამოს შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ბავშვი კი დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი შემთხვევის დღესვე დააკავეს.
🔻 ცოტა ხნის წინ გორში მომხდარი ავარიის შემდეგ, მძღოლს, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა და დედა-შვილი იმსხვერპლა, ბრალდება წარუდგინეს | რევაზ ელიზბარაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
🔻 დაღუპულების ოჯახის ახლობლები კი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და შსს-ს მიმართავენ: “სატრანსპორტო წესების დარღვევის” მუხლით რომ აღძარით საქმე შსს, გგონიათ შევარჩენთ? 109-ე მუხლით უნდა დაიწყოს ძიება! ორი უდანაშაულო ადამიანი მოკლა! დიახ, განზრახ მოკლა! თან ნარკოტიკი რომ მოიხმარა და თან ფეხზე ვერ დგებოდა პოლიციაში რომ მიათრიეს ეგ გარეწარი! 16 წთ-ში 3 ჯარიმა რომ დაეწერა, პატრულმა რატომ არ დააკავა?…”