დეკლარაციაში ქვრივიშვილი აღნიშნავს, რომ თანხა მეგობრის მიერ დაბრუნებული ვალია. ამასთან, დოკუმენტში არ არის მითითებული, ვინ არის პირი, რომელმაც ვალი დააბრუნა, როდის გასცა მინისტრმა სესხი და რა ოდენობის თანხაზეა საუბარი.
დეკლარაციაში ასახულ მონაცემებსა და თანხის წარმოშობასთან დაკავშირებულ კითხვებზე საუბრობს კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე. დეკლარაციაში ასახულ მონაცემებსა და თანხის წარმოშობასთან დაკავშირებულ კითხვებზე საუბრობს.
დაუზუსტებელია იმ მეგობრების სახელები და გვარები, რომლებმაც ფული დაუბრუნეს მარიამ ქვრივიშვილს. მითითებულია მხოლოდ დაბრუნება, არ არის მითითებული სახელები, გვარები და არ არის მითითებული, როდის გაასესხა ეს თანხა ქვრივიშვილმა. 2024 წელთან შედარებით 2025 წელს 600 ათასი ლარით მეტი მიიღო შემოსავალი ქვრივიშვილმა. ანუ მან და მისმა მეუღლემ, დეკლარაციაში მხოლოდ ეს ორი ადამიანია რეგისტრირებული. ასევე მნიშვნელოვანია, ნათლად ჩანდეს დეკლარაციაში მისი ქმრის მიერ აღებული იპოთეკური სესხი, რომელიც 2018 წლით არის დათარიღებული და ეს არის 170 ათასი ევრო, ოღონდ არ არის მითითებული, რომელი ქონება შეიძინა ამ თანხით. შემოსავალი, რომელიც არადეკლარირებულია და მან მიირო უკანონოდ, ეს შემოსავალი შემდეგ ამ ქონებრივი დეკლარაციის საშუალებით გახდეს უკვე კანონიერი, – ამბობს ბესიკ დონაძე.




