“ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობით. მათ ძალაუფლების კონსოლიდაცია მასობრივი დაკავებებითა და სახელმწიფო ინსტიტუტების იარაღად გამოყენებით მოახდინეს. კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენება პოლიტიკურ ინსტრუმენტად ოპოზიციური პარტიების შევიწროებისთვის.
დასავლეთში ინტეგრაციაზე უარით, ჩინეთთან კავშირების გაღრმავებითა და მოსკოვის ინტერესებთან თანხვედრაში მოსვლით, მთავრობა ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქვეყანას კრემლის მომხრე ანკლავად აქცევს” – განაცხადა დემოკრატიული პარტიიდან მერიკელმა კონგრესმენმა, მარკ ვიზიმ ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.




