საქართველოს ერთადერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ევროკავშირის სანქციების საფრთხის გამო რუსულ ნავთობზე უარი განაცხადა

საქართველოს ერთადერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ევროკავშირის სანქციების საფრთხის გამო რუსულ ნავთობზე უარი განაცხადა | ამის შესახებ სტატიას The Moscow Times აქვეყნებს და კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან ქარხანაში მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლეული გადამუშავდება. კომპანია აცხადებს, რომ “ეს გადაწყვეტილება მათ საშუალებას მისცემს, თავიანთი პროდუქცია მაღალი მომგებიანობის ბაზრებზე გაიტანოს
🔻 გამოცემის აღნიშნულ სტატიას თან ახლავს Black Sea Petroleum-ის 1 ივლისის განცხადება, სადაც ნათქვამია: “მიმდინარე წლის აგვისტო–სექტემბრიდან კომპანია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სრულად არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობის გადამუშავებას დაიწყებს. ეს Black Sea Petroleum-ის მიერ წარმოებული პროდუქციისთვის მაღალი მომგებიანობის ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას შექმნის. Black Sea Petroleum აგრძელებს ქარხნის განვითარებას თავისი სტრატეგიული გეგმის შესაბამისად და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში”