„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე:
სახელმძღვანელოების ყდა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც რა შინაარსის იქნება სახელმძღვანელო, ვინ დაწერს, როგორი იქნება შემადგენლობა იმ ექსპერტთა ჯგუფის, ვინც მომავალ თაობას ჩვენი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, იდენტობა, სათნოებები და ღირებულებები უნდა შესძინოს სკოლის წიგნებით.
ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი, რაც დეკემბერში გახდა ცნობილი – საფრთხილოა, უფრო მეტიც, ამ ანტი-ეროვნული ძალის ხელში – საშიშია.
უკვე ვიხილეთ ანტი-ქართული ოცნების მიერ ისტორიის გადაწერის შემზარავი მაგალითები.




