ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში განაცხადა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

ევროკავშირი 200 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ერთად ნამდვილად შეგვიძლია ფურცელზე მშვიდობის რეალურ მშვიდობად გადაქცევა. ამიტომ ვმუშაობთ დღეს აქ ერთად.

ამას ჩემს დღევანდელ პირველ პუნქტამდე მივყავარ – დაკავშირებადობით გვსურს მშვიდობის დამყარება. გლობალური კარიბჭის საინვესტიციო პროგრამა გვაქვს და ამ პროგრამით გრანტების ფორმით 200 მილიონ ევრომდე ინვესტიციას განვახორციელებთ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში სამხრეთ კავკასიაში. ამას 2 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალი აქვს.

პროექტი შეიძლება მოიცავდეს სარკინიგზო კავშირს ნახიჩევანში, ბაქოს პორტის განვითარებას. სამხრეთ კავკასია მსოფლიო ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, რომელიც ევროპას კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.