ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთსა და აზერბაიჯანს 1-2 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიზიტების ფარგლებში ოთხ პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.

„მათ შორის: სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა; რეგიონის, ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირებადების გაუმჯობესება; სამხრეთ კავკასიასთან ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება; რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის წინაშე სომხეთის მხარდაჭერა“, - აღნიშნა პინიომ.

ევროკომისიის პრეზიდენტი 1-ელ ივლისს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება, ხოლო 2 ივლისს ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამართავს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.