მადიარის მთვარობამ დღეს საბოლოოდ გამოუსვა ცელი Fidesz-ის და ორბანის ერთერთ მთავარ სადამსჯელო ორგანოს – ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია.
საქმეში კი სამსახურს არ გააჩნდა არანაირი საგამოძიებო უფლებამოსილებები, მას არ ჰქონდა სანქცირების, საქმის აღძვრის ან დაკავების უფლებები. ამის ნაცვლად სამსახური აორგანიზებდა შემოწმებებს და ასაჯაროებდა ანგარიშებს.
თანდათან ცხადი გახდა, რომ სახელმწიფო დოტაციის ხარჯზე ჩამოყალიბდა რეპრესიის აპარატი, რომელმაც დაიწყო ჟურნალისტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, რიგითი ფიზიკური პირების “გაშავებაც” კი, ყველასი, ვინც Fidesz-ს თვალში არ მოსდიოდა ვითომ და უცხო ქვეყნებისგან დაფინანსების მიღების და რეაპუბლიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო.
დე-იურე ეს არ იყო “შავი სიები”, მაგრამ უნგრელები მათ რომის დიქტატორ სულას მიერ გამოქვეყნებულ პროსკრიფციებს ადარებდნენ.




