პარტიამ “გახარია საქართველოსთვის“ პროკურატურას, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩვენ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პრე­მი­ერ- მი­ნისტრს და მის არა­კომ­პე­ტენ­ტურ სამ­თავ­რო­ბო გუნდს არ ჰქონ­და პა­სუ­ხე­ბი არც ერთ იმ შე­კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ დავ­სვით, – ამის შე­სა­ხებ “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ პარ­ტი­ის დე­პუ­ტატ­მა ტატა ხვე­დე­ლი­ან­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­ნა­ცხა­და. პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რე­ბი უწყე­ბას წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა­ვენ, რომ პარ­ლა­მენ­ტში მომ­ხდარ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს.

მისი თქმით, “მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, ხოლო თავ­დას­ხმას ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, გა­მო­ძი­ე­ბა კვლა­ვაც არ და­წყე­ბუ­ლა“.

“ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, სა­დაც მო­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა იმ სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­სა და იმ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან 26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, რო­დე­საც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი აქ­ტით გან­ხორ­ცი­ელ­და ჩვენს ფრაქ­ცი­ა­ზე ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც, ყვე­ლამ ნახა ეს კად­რე­ბი. ეს იყო წი­ნას­წარ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, ის მო­ძა­ლა­დე­ე­ბი კი, რო­მელ­თა სა­ხე­ე­ბიც ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად, პირ­და­პირ ეთერ­ში და­ი­ნა­ხა, დღემ­დე არ არი­ან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. არ არის შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხი გა­ცე­მუ­ლი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ვე­ლო­დით ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა დუმს, მა­შინ, რო­დე­საც ეს ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ასე­ვე, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც მზია ამაღ­ლო­ბე­ლი ცი­ხე­შია გა­მო­კე­ტი­ლი იმის­თვის, რომ მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ელს სილა გა­აწ­ნა, მა­შინ, რო­დე­საც ოთხი შვი­ლის დედა არის ფლო­მას­ტრით წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რის გა­ფე­რა­დე­ბის­თვის ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტი­ლი. “ოც­ნე­ბა“ და­ემ­სგავ­სა ძა­ლა­დობ­რივ რე­ჟიმს. პირ­ველ რიგ­ში, სა­მარ­თალს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლით ვი­თხოვთ, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას ითხო­ვენ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში და პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მას ყვე­ლა ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბა­ზე, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლებს “ოც­ნე­ბა“ და მისი წევ­რე­ბი ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე“, – გა­ნა­ცხა­და ტატა ხვე­დე­ლი­ან­მა.

ასე­ვე, ხვე­დე­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე მო­ლო­დი­ნი მცი­რეა, თუმ­ცა ისი­ნი აპი­რე­ბენ გა­მო­ი­ყე­ნონ მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ბერ­კე­ტი და იბ­რძო­ლონ იმ ხალ­ხის სა­ხე­ლით, “რომ­ლებ­ზეც წლე­ბია ძა­ლა­დობს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“.

“რა მო­ლო­დი­ნი უნდა გვქონ­დეს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ვხე­დავთ ბოლო წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს? ვხე­დავთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უმწვა­ვეს დარ­ღვე­ვებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შია და ამა­ზე მთე­ლი მსოფ­ლიო სა­კუ­თარ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, თუმ­ცა ჩვენ ყვე­ლა ბერ­კეტს გა­მო­ვი­ყე­ნებთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ღირ­სე­ბა და უფ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა უფ­ლე­ბებ­საც არ­ღვევს დღეს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და ძა­ლა­დობს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩვენ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და მის არა­კომ­პე­ტენ­ტურ სამ­თავ­რო­ბო გუნდს არ ჰქონ­და პა­სუ­ხე­ბი არც ერთ იმ შე­კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენ დავ­სვით. ჩვე­ნი შე­კი­თხვე­ბი ეხე­ბო­და ანექ­სი­ის პრო­ცე­სებს, ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, სი­დუ­ხ­ჭი­რეს და ყვე­ლა იმ მწვა­ვე სა­კითხს, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს აწუ­ხებთ, ამი­ტომ ჩვენ გან­ცხა­დე­ბას შე­მო­ვი­ტა­ნეთ და ვე­ლო­დე­ბით რე­ა­გი­რე­ბას“, – გა­ნა­ცხა­და ხვე­დე­ლი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, 26 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბი.

სი­ტყვი­ე­რი და შემ­დეგ უკვე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა, “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ დე­პუ­ტა­ტის გი­ორ­გი შა­რა­ში­ძის გა­მოს­ვლას, სა­დაც მან ახ­სე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ილ­ჰამ ალი­ე­ვის ვი­ზი­ტი და პრე­მი­ე­რის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ცხა­და: “მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნახა ის კად­რე­ბი, რო­გორ იდე­ქით კუ­თხე­ში, რაც მი­უ­თი­თებს თქვენს რე­ა­ლურ როლს და ად­გილს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. რო­გო­რი პრე­მი­ე­რი არ ჰყო­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ ასე­თი ნამ­დვი­ლად არ ჰყო­ლია“.

სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და­პი­რის­პი­რე­ბა ჯერ “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთ დე­პუ­ტატს, გიგა ფა­რუ­ლა­ვა­სა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ხე­ლა­ძის ჩხუ­ბით და­ი­წყო. და­პი­რის­პი­რე­ბა­ში შემ­დეგ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი ლაშა ტა­ლა­ხა­ძეც ჩა­ერ­თო, რო­მელ­მაც გიგა ფა­რუ­ლა­ვას თა­ვის არე­ში ხელი ჩა­არ­ტყა. ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გაყ­ვა­ნა და­ი­წყეს, რა დრო­საც გიგა ფა­რუ­ლა­ვას არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძე და­უ­პი­რის­პირ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი. ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე დე­პუ­ტა­ტე­ბის დარ­ბა­ზი­დან გაყ­ვა­ნის შემ­დეგ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატ გი­ორ­გი შა­რა­ში­ძეს, ირაკ­ლი კირ­ცხა­ლია და ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.