ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

პარლამენტში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

დეპუტატი მომხდარს „ველურობას“ უწოდებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობა, მისი შეფასებით, არა მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატებს, არამედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც ეკისრება.

„პოლიტიკური გამოსვლა მქონდა. მათ არ აქვთ იმის უნარი, რომ განსხვავებული აზრი მოისმინონ და სიმართლე მოისმინონ, რაც მთავარია. სიმართლე მათ აგიჟებთ და ამწარებთ. კარგად ვნახეთ რა რეაქცია მოჰყვა მათი მხრიდან. საკუთარი სკამების და ხელისუფლების შენარჩუნების გამო მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ და ფიზიკურად იძალადონ ადამიანებზე, თან პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. სამართალდამცველი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ახლა გამოჩნდება რამდენად ადეკვატურები და სამართლიანები არიან.

კონკრეტულად ვსაუბრობდით იმაზე რამდენად პრინციპულია ეს ადამიანი, როდესაც ალიევს მასპინძლობდა ივანიშვილთან ერთად, სადაც გამოჩნდა ვინ იყო ეს ადამიანი. როგორც ჩანს ამ დროს დარბაზში დაიძაბა ვითარება. სასწრაფო გვყავს გამოძახებული. როგორც ჩანს გიგა ფარულავა არის ყველაზე მეტი მსხვერპლი. ის იყო დარბაზში და მასზე მოასწრეს ძალადობა“,- განაცხადა შარაშიძემ

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.