კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ყაზახეთი საქართველოს ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ აფასებს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა ისტორიული კავშირები, საერთო კულტურული ფასეულობები და მეგობრობისა და ურთიერთგაგების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, – ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აღნიშნა, ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება.

„თქვენი ძლიერი ლიდერობის პირობებში, საქართველო წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, აუმჯობესებს ყველა მოქალაქის კეთილდღეობას, ამავდროულად განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს. მართლაც შთამბეჭდავია თქვენი ქვეყნის განვითარების ამ გამორჩეული გზის ხილვა. დარწმუნებული ვარ, საქართველო მდგრადი განვითარების გზაზე მომავალშიც წარმატებით განაგრძობს წინსვლას.

ყაზახეთი საქართველოს ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ აფასებს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ღრმა ისტორიული კავშირები, საერთო კულტურული ფასეულობები და მეგობრობისა და ურთიერთგაგების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. ყაზახი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართველ ხალხს, ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მდიდარ ისტორიასა და უნიკალურ კულტურას. ქართული დიასპორა ყაზახეთის საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყნების დამაკავშირებელ ცოცხალ ხიდს წარმოადგენს. ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ინტენსიური გახდა პოლიტიკური დიალოგი, სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობა ფართოვდება”, – განაცხადა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

მისივე თქმით, ყაზახეთი და საქართველო საერთაშორისო ასპარეზზეც ეფექტიანად თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე ერთმანეთს თანმიმდევრულად უჭერენ მხარს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას? (ვიდეო)