პაატა სალია: „ამ ფორუმმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საჯარო სერვისებისა და საჯარო მმართველობის თვალსაზრისით“

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თბილისში 3 დღის განმავლობაში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
„3 დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარეობდა გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმი, რომელმაც თავი მოუყარა 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტ წარმომადგენელს. ეს იყო ძალიან საინტერესო ფორუმი, ადგილი, სადაც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის ჩვენი გამოცდილება საჯარო სერვისების გაუმჯობესების საკითხში. აქ გაიმართა არაერთი დისკუსია, თუ როგორი უნდა იყოს საჯარო სერვისები მომავალში, როგორ უნდა ემსახურებოდეს ის ადამიანს. და მთავარი აქცენტი ყოველთვის გაკეთებული იყო ყველა დისკუსიაში, მიუხედავად იმისა, ეს ეხებოდა ციფრულ ტრანსფორმაციას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ყოველთვის ცენტრალური ადგილი ეჭირა ადამიანს, მოქალაქეს და ყველა ვთანხმდებით და ყველა ვართ ერთ აზრზე, რომ ამ მომსახურების ცენტრში, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ადამიანი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ჩვენ სწორედ ეს ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს.
მოგეხსენებათ, რომ საქართველო ამ მიმართულებით, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის, კომფორტულობის, ინოვაციის თვალსაზრისით, არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ძალიან ბევრ ქვეყანას აინტერესებდა ჩვენი გამოცდილება, რა თქმა უნდ,ა ჩვენც ბევრი სიახლე შევიტყვეთ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისაგან. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც დგას თანამედროვე მსოფლიოში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაზე. ამ ფორუმის ფარგლებში, ასევე, გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, დაიგეგმა არაერთი ვიზიტი, საინტერესო იდეების ურთიერთგაცვლა და, ვფიქრობ, რომ ამ ფორუმმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საჯარო სერვისებისა და საჯარო მმართველობის თვალსაზრისით. ჩვენთვის ეს ფორუმი იყო კიდევ ერთი აღიარება იმისა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს აღიარებენ მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენ გადმოგვეცა ფორუმის გახსნისას გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის მიერ სპეციალური ჯილდო, სიგელი, რომელიც იყო ზუსტად აღნიშვნა და დაფასება იმ რეფორმებისა, რომელთაც ატარებს საქართველოს ხელსუფლება“, − აღნიშნა პაატა სალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც