ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:
ეს არის ის დიდებული ადამიანი, 23 წლის ტყიბულელი თემო კუბლაშვილი, ვინც 23 ივნისს, ღამით, ლისის ტბაში დახრჩობას გადაარჩინა ბიჭი, რომელიც თავად იმიტომ ჩავიდა წყალში, რომ ბავშვისთვის ამოეტანა ტბაში ჩავარდნილი ბურთი.
ბურთი თხელი აღმოჩნდა და, როგორც ხდება, მისკენ მცურავი ადამიანის სხეულისგან გამოწვეული მცირე ტალღებით უფრო სიღრმისკენ მიიწევდა და შეიტყუა ბურთს დადევნებული ბიჭიც, რომელსაც შუა ტბაში გამოელია ძალა და ყვირილით ითხოვდა შველას, წყალში ჩასვლას კი ვერავინ ბედავდა, სანამ იქვე, კაფიდან არ გამოვარდა ეს ბიჭი. რომელიც გზადაგზა იძრობდა ტანსაცმელს…
გადახტა, კარგა ხანს მიაპობდა წყლის მღვრიე ნაკადს (ლისის ტბის საშუალო სიღრმე 4 მ. ყოფილა, ბოლოს კი თითქმის ჩაძირულ, არაქათგამოცლილ ბიჭს ბურთის თეთრი ზოლებით მიაგნო და რის ვაი-ვაგლახით გამოიყვანა ნაპირზე, მერე კი დიდხანს იჯდა ნაპირზე, ქოშინებდა და და ძალას იკრებდა, თავადაც არაქათგამოცლილი…
იქვე, “ინტელიგენცია ლისში” მუშაობს მიმტანად, აბა, თქვენ იცით: მადლობის თქმა და თიფის დატოვება არ დაგავიწყდეთ




