ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით მინსკში ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლებს შეხვდა.
„მათ ცოტა ხნის წინ შევხვდი. მე მათ ვუთხარი: „ბიჭებო, თქვენს პრეზიდენტს გადაეცით: თუ ფიქრობს, რომ ჩვენთან ასე საუბარი და შემდეგ ჩვენი ომში ჩათრევა შეიძლება, მან უნდა გაიგოს, რომ ომის ხარისხი სწრაფად შეიცვლება. ეს ომის სრულიად სხვაგვარი იქნება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ამ განცხადებას უპასუხა.
მისი თქმით, „უკრაინაში ესმით, რომ ბელარუსის კონფლიქტში ჩათრევა არ შეიძლება“.




