“გამარჯობა, ალბათ ვინც ბუაჩიძის ახლობლად ხართ გაიგებდით დღევანდელი ამბის შესახებ.
90 იანებში დავბრუნდით ხალხო? დღეს მზისით, დღისით არ ვიცი რა ვუწოდო დაჯგუფებამ, ბანდამ თუ ვინ სროლა ატეხა. ეზოში სადაც ბავშვები თამაშობდნენ, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.
ახლაც გულგახეთქილები ვართ. ჩემი შვილები რომ ეზოში ყოფილიყვნენ, ალბათ გული გამისკდებოდა სანამ ჩავიდოდი, მაგრამ სხვისი შვილები ხო იყვნენ.
სად გაიზარდეთ, ოჯახები არ გყავთ, ან შვილები, დისშვილები, მეგობრის ბავშვები?
ახალგაზრდა ბიჭები ასე რამ გაგაბოროტათ, რამ დაგაბრმავათ. საქმის გასარჩევად სხვა ადგილი ვერ ნახეთ? საშინელება ხდებოდა ხალხნო. ეზოში ბავშვებმა უყურეს ერთმანეთს როგორ ესროდნენ, სანამ უფროსები გავიდნენ გარეთ, სანამ ბავშვები შეიყვანეს. ხალხნო რა გჭირთ, ადამიანობა სულ დაკარგეთ? ფეიერვერკი მეგონა, რას ვიფიქრებდი ასე ეზოში, ასეთი ამბავი თუ იქნებოდა. რამდენიმე წუთის წინ გავუშვი ოჯახის წევრები სახლიდან, ხომ შეიძლებოდა ვინმეს ბრმა ტყვია მოხვედროდა, თუნდაც რომელიმე ბავშვს. ერთი ბიჭი თურმე იდგა და უყურებდა, შოკში იყო ალბათ ბავშვი და წადი აქ რას უდგახარო, წარმოგიდგენიათ??? მშობლებმა რა გაიარეს იცით? ვინ მოგცათ ამის უფლება. ჩვენ რა დავაშავეთ? ეზოშიც ვერ ჩავუშვათ ბავშვები? ღმერთო, რა შიშში გვაცხოვრებენ, ამის შემდეგ მშვიდად როგორ უნდა იყო ადამიანი. თავსაც იღუპავენ და სხვებსაც ღუპავენ
” | წერს მოქალაქე სანზონა-ნაძალადევის ჯგუფში ანონიმურად.




