კახა ჯაფარიძე: სხვა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ან რა დავამატო ამ ეროვნულ ტრაგედიას

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე: 
იმ დღეს 14 წლის გურული ბავშვი რომ გარდაიცვალა, ხომ გახსოვთ? ბავშვმა ხელი
მოიტეხა, ბათუმის კლინიკაში მიიყვანეს, ექიმებმა ანესთეზია გაუკეთეს და ამის შემდეგ ბავშვი კლინიკიდან ცოცხალი აღარ გამოსულა.
მაშინ ვიდეოც ჩავწერე და ვამბობდი, ახლა მთელი გურია ფეხზე უნდა დადგეს-მეთქი. უნდა დადგეს, რომ მშობლებს სამართალი აპოვნინოს, რომ ამ ხალხმა ცხოვრების გაგრძელება შეძლოს და სული ოდნავ მაინც დაუმშვიდდეს.
საზოგადოების გვერდში დგომის მაგივრად,
გამწარებული დედა ღიად წერდა, რომ მუქარებს იღებდა. ანუ, ხალხი კი არ დაუდგა გვერდში დაჩაგრულს, პირიქით, სისტემამ მსხვერპლს დაუწყო ტერორი. საზოგადოებამ კი ჩვეული, სამარცხვინო სიმშვიდე გამოავლინა. ეს ხდება გურიაში, რეგიონში, სადაც საუკუნის წინ მთელ რუსეთის იმპერიაში პირველად დაიწყო ანტიიმპერიული და სოციალური მოძრაობა მშრომელების ძალისხმევით. დახვრეტისა თუ ციმბირში გადასახლების რისკის ფასად.
დღეს ხელისუფლებამ „4 ოქტომბრის საქმეზე“ ადამიანები დააკავა და უდანაშაულო
ხალხს, მათ შორის ექიმ ჩახუნაშვილს 5-5 წელი მიუსაჯა. ჩვენ კიდევ ვდგავართ და ვითხოვთ, რომ ქართველი საზოგადოების ფართო მასებმა ყურად იღონ ეს პოლიტიკური რეპრესიები და თუ არ გაიგიჟებენ თავს, ერთი სოლიდარობოს პოსტი მაინც გააზიარონ.
საზოგადოება, რომელიც ყურად არ იღებს კლინიკაში მოკლული ბავშვისა და მუქარის ქვეშ მყოფი დედის ტრაგედიას,
იმ საზოგადოებას ვთხოვთ ყურად იღოს ეს ე.წ. პოლიტიკურ საქმეები.
სხვა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ან რა დავამატო ამ ეროვნულ ტრაგედიას.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად