ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას
ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:
ტრაგედიაა თემურ უგულავას ამ ასაკში გარდაცვალება, არა მხოლოდ მისი უკარგესი შვილების, ახლობლების, ნაცნობებისთვის, - გადაუჭარბებლად, ქვეყნისთვისაა ტრაგედია. გულწრფელი ცრემლების ოკეანე გააცილებს უნიჭიერეს, შემოქმედებით, უზომოდ კეთილშობილ კაცს. თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას.
მის მრავალ გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ სიკეთეთა შორის არის "ლივინგ მუზეუმი თბილისის" - არტთერაპიის ძალიან ცნობილი, მაღალი სტანდარტის საერთაშორისო ქსელის ქართული ფილიალის დაფუძნებაში უდიდესი ხელშეწყობაც. რომ არა თემური, მე ამ განსაკუთრებულ პროექტს საქართველოში ვერ გავაკეთებდი.
მადლობა მას ლივინგ მუზეუმი თბილისის ყველა თანამშრომლისგანაც.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.