უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამ უარი თქვეს პოლონეთის ,,თეთრი არწივის” ორდენზე.
შესაბამის განცხადებებს მათი პრესმდივნები ავრცელებენ.
,,უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ გადაწყვეტილება მიიღო უარი თქვას პოლონეთის “თეთრი არწივის” ორდენზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჯილდოების გადაწყვეტილების გადახედვასთან უთანხმოების ნიშნად,” – წერს იუშჩენკოს პრესმდივანი.
მანამდე იგივე ორდენზე უარი უკრაინის მეორე პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამაც თქვა, ასევე ნავროცკის გადაწყვეტილებასთან უთანხმოების ნიშნად.
ცნობისთვის, 19 ივნისს პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ გადაწყვეტილება მიიღო ჩამოართვას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკი “თეთრი არწივის” ორდენი ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფისთვის “უპა-ის გმირების” სახელწოდების მინიჭების გამო.




