„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ მოითხოვს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „დროას“ დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიას ყველა საჭირო სამედიცინო მხარდაჭერა გაეწიოს.

პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობას ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

„უკვე 10 თვეა ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება.

მოვითხოვთ, პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას გაეწიოს ყველა საჭირო სამედიცინო მხარდაჭერა!

სოლიდარულები ვართ ყველა პოლიტპატიმრის მიმართ.

“ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე სწორედ მათ ეკისრებათ.

თავისუფლება ელენეს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ