ტელეჟურნალისტი თამარ გოგელიძე:
ხოო, ხოო, შა-ლა-ხოო
თურმე შესაძლებელია “ტაშ-ფანდური” ისეთ ხარისხში აიყვანო, რომ ხინკლის წვენმა მაჯაზე არ ჩამოიდინოს
ამ ნანგრევებში გიგაშას მორიგი სათქმელი იყო დღეს, დაგროვილი და ნაფიქრი სათქმელი, რომლის თქმაშიც ძალიან მაგარი მუსიკოსები დაიყენა გვერდით და მერე, ამ ნანგრევებში “მოყოლილ”, გარინდულ მაყურებელს ერთი ამოსუნთქვით მოუყვა


იცით რაა, უდიდესი რისკი და ბეწვის ხიდია, დაიწყო ფალიაშვილით, გააგრძელო კეჭაყმაძე-იეთიმ გურჯით და დაასრულო შალახოთი ისე, რომ მოცარტის მოსმენის შეგრძნებასავით უსმენდე, ეს დღეს უკვე მაღალ ხელოვნებაზე კიდევ უფრო მაღლა დგას
შეიძლება ვთქვათ, რომ ამ “ეროვნულობის” არდაკარგვით “გაპრავებული” სიგოიმეში, რაც მიაჩვიეს და ნორმად უქციეს საზოგადოებას, ასეთი კონცერტები არის გადარჩენა და ერთადერთი გამოსავალი.
კარგი სიზუსტით შერჩეული კოლაბორაცია მოხდა, ამ სამი საამაყო მუსიკოსის და დიდი მადლობა ყველას, ამ იშვიათი ნაპერწკალისთვის.
P.s. ახლა თქვენ ნახავთ და მოუსმენთ იმ ექსპრომტს, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა თითქმის წუთებში.




