თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სომხეთის არჩევნების საერთაშორისო შეფასებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მნიშვნელობის ჩანაცვლება არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია.
„ფაშინიანი თამაშობს იმ პროექტს, რაც არის დასავლეთის თამაშები. ეს ახალი პროექტია და ახალი გეგმაა,”- განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებები ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში გეოგრაფიული მდებარეობის, სტაბილურობისა და პოლიტიკური მდგრადობის გამო უცვლელი რჩება. „სომხეთის არჩევნების პირველადი შეფასება ეუთო/ოდირისგან ვნახეთ. ისიც ითქვა – მსგავსი შეფასება საქართველოზე არასდროს დაუდიათო. პირიქით, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, თუმცა მთელი ევროპა ყვიროდა, რომ თურმე უსამართლოდ ჩატარდა არჩევნები და ხელისუფლება არალეგიტიმური იყო. სომხეთის შემთხვევაში პირიქით მოხდა – ბრიუსელი აქებს, ხოლო ეუთო/ოდირმა კრიტიკული განცხადება დაწერა, რომ არჩევნები ყველანაირი დარღვევით ჩატარდა. რისი იმედი აქვს ფაშინიანს? არაფრის.
ის მონაწილეობს იმ პროექტში, რაც არის დასავლეთის თამაშები. ეს ახალი პროექტია და ახალი გეგმაა. ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს ვერც გეოგრაფიული მდებარეობით (ყველაზე მომგებიანი მდებარეობა გვაქვს), ვერც სტაბილურობით, პოლიტიკური მდგრადობით და ვერც პოლიტიკური გემოვნებით. ეს ყველამ კარგად იცის. უბრალოდ, რატომ გაჰყვა სომხეთი ევროპას და დასავლეთს ამ თამაშში, პასუხი არ მაქვს. მაქვს ჩემი სუბიექტური აზრი, ანალიზი, თუმცა არ მინდა ამაზე საუბარი. პატივს ვცემ სომეხ ხალხს და მათ არჩევანს. მათ აირჩიეს ის, ვინც უნდოდათ, დანარჩენს დრო გვაჩვენებს,”- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები