ალექსანდრე რაქვიაშვილი: მამუკა მდინარაძეს თუ დავუჯერებთ, ამერიკის საელჩომ ბანგკოკში ფარულად გადმოუგზავნა გვარამიას 400 კილოგრამი ლარი ქეშად. თან…

მამუკა მდინარაძეს თუ დავუჯერებთ, ამერიკის საელჩომ ბანგკოკში ფარულად გადმოუგზავნა გვარამიას 400 კილოგრამი ლარი ქეშად. თან დოლარებს ისინი ვერ გამოაგზავნიდნენ, რადგან მაშინ ამ ფულის გადაცვლა მოუწევდათ საქართველოში და აქ კი დაიჭერდნენ ჩვენი გმირი სამართალდამცავი ორგანოები გვარამიას ფულის გათეთრების გამო (ვერ დავიჯერებ, რომ ეს მთავრობა ფულის გათეთრებას გაუტარებდა ამხელა რევოლუციონერ კაცს). ასე რომ, ჯერ ამერიკის საელჩომ ბანგკოკში 40 მილიონი ლარი იშოვა და მერე ქეშად, ეს 400 კილოგრამი ფული ჩაუტანა გვარამიას.
თუმცა, თუ გვარამია ამერიკის აგენტია და თუ ნაცები, ლელო და გახარიაც ამერიკელების აგენტები არიან, რასაც ასევე მამუკა და მისი თანაგუნდელები ამტკიცებენ, მაშ რატომ ებრძვიან ყველა გვარამიას, იკითხავთ თქვენ? რატომ აბრალებენ მას, “თანააგენტს”, ქოცებზე მუშაობას? ეჭვი მაქვს, ეს სამი ამერიკის სხვა საელჩოებიდან ფინანსდებიან (მოგადიშოში ან კატმანდუში, მაგალითად) და ადგილი აქვს ბანალურ გაუგებრობას “სააგენტოში”, ტაილანდიდან ერთი რევოლუციონერი ფინანსდება, სომალიდან მეორე, ნეპალიდან მესამე და ა.შ. და, ცხადია, აგენტებს ერთმანეთზე არც არაფერი სმენიათ.
ამიტომ, ვაღიარებ, ეს 40 მილიონის წარმომავლობის ყველაზე დამაჯერებელი ვერსიაა. ბევრად უფრო დამაჯერებელი, ვიდრე ის, რომ ქოცებმა მოისყიდეს გვარამია, რომ მას ნაცებისთვის აეხია ხმები, პარტია და ტელევიზია