: ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ იქვე მყოფმა ბავშვებმაც დაინახეს და სრუწლოვანმა მომღერლებმაც. ასეთ დროს, როცა პროდიუსერი ან საეთერო არ აჩერებს ეთერს…

10 წლის გოგონას ეთერში დაცემის ფაქტს „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანიც ეხმაურება. მისი შეფასებით, ბავშვი რამდენიმე წუთის განმავლობაში დახმარების გარეშე არ უნდა დარჩენილიყო და პასუხისმგებლობა სრულწლოვან პირებს ეკისრებოდათ, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

წულუკიანი ასევე ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში სამი წუთი ძალიან დიდი დროა და მომხდარი სახუმარო ამბავი არ არის.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ იქვე მყოფმა ბავშვებმაც დაინახეს და სრუწლოვანმა მომღერლებმაც. ასეთ დროს, როცა პროდიუსერი ან საეთერო არ აჩერებს ეთერს (რაც გასაკვირია), ეთერში მოფი სრულწლოვანი პირები უნდა გამოეთიშონ ეთერს და დაეხმარონ ბავშვს. სამი წუთი ძალიან ბევრია! და არც “წამომჯდარი” შველის საქმეს, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. რა შუაშია და ვინ შეიძლება, დაადანაშაულოს ბავშვები?! მე ისიც ვერ გავიგე, თუ ვიდეოს იღებდა წაქცეული ბავშვის მშობელი, თავად რატომ არ შევარდა ეთერში? ალბათ აუკრძალეს წაქცევა და გონების თუნდაც წამით დაკარგვა, არაა სახუმარო ამბავი, – წერს წულუკიანი. 

  • კადრებმა, სადაც ჩანს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის”  ეთერში 10 წლის გოგონა დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
  • ინციდენტი 9 ივნისს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დღის გადაცემაში მოხდა, როცა “პირველ არხზე” “სიმღერის აკადემიის” წევრები იყვნენ მიწვეულები.
  • ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.  
  • მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პირველმა არხმა, სადაც წერდა, რომ არხის ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ დაინახა, როგორ დაეცა 10 წლის ბავშვი პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას. 
  • განმარტების გაკეთება მოუწია “სიმღერის აკადემიასაც” – მათი თქმით,  “პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა”.