დავით ჩხეიძე: როგორ მოხდა ისე, რომ ადამიანი, რომელიც მილიონობით ქველმოქმედებას აკეთებდა ერთი პირობით – რომ არსად თქმულიყო მისი გვარი, მივიდა იქამდე, რომ მისმა გუნდის წევრმა გუშინ დაახლოებით 35-ჯერ ახსენა მისი სახელი და გვარი

დიპლომატი დავით ჩხეიძე:
როგორ მოხდა ისე, რომ ადამიანი, რომელიც მილიონობით ქველმოქმედებას აკეთებდა ერთი პირობით – რომ არსად თქმულიყო მისი გვარი,
მივიდა იქამდე, რომ მისმა გუნდის წევრმა გუშინ დაახლოებით 35-ჯერ ახსენა მისი სახელი და გვარი, როდესაც მიუძღვნა უწყვეტი, 9-წუთიანი სადიდებელი?
რა სახეცვლილებასთან გვაქვს საქმე – პიროვნების თუ პოლიტიკური წყობილების?
ძალაუფლებას აქვს ამის უნარი, თუ საზოგადოება ვართ
ამდენად არათავისუფალი და უმწიფარი?
ჩვენ ვართ შეშლილები, თუ შეგვიძლია ხელისუფალი ასე გარდავქმნათ?
არ შეიძლება. ამის გაგრძელება არ შეიძლება. ამის მსხვერპლი რომელიმე მხარე ვერ იქნება.
ჩვენ ყველა უკვე ვართ ამის მსხვერპლი.
შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ერთპიროვნული რეჟიმი უნდა დასრულდეს.