აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ გამოცემა РИА-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “აფხაზეთი სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას განიხილავს”

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ გამოცემა РИА-სთან საუბრისას განაცხადა, რომ “აფხაზეთი სოხუმის საერთაშორისო აეროპორტიდან უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას განიხილავს.”
მისი თქმით, ამჟამად სოხუმის აეროპორტს მხოლოდ რუსეთის ქალაქებში აქვს რეისები, რაც “პრიორიტეტულია.” თუმცა, არ გამორიცხავს სხვა “საერთაშორისო რეისების დაწყების შესაძლებლობას, როგორც კი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პირობები შეიქმნება.”
“ჩვენ ნამდვილად ამ სამუშაოზე ვართ კონცენტრირებულები,” – განაცხადა გუნბამ პასუხად კითხვაზე, გეგმავს თუ არა სოხუმის აეროპორტი უცხო ქვეყნებში რეისების დამატებას.
“სამწუხაროდ, რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებში ფრენების დაწყება ჯერჯერობით შეუძლებელია , რადგან საქართველო ამას ICAO-ს [საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია] მეშვეობით ბლოკავს,” – განაცხადა გუნბამ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…