“ეს კანონპროექტი დაგვეხმარება, შევაფასოთ, რამდენად სერიოზულია საქართველოს დამოკიდებულება -სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ”

“ბოლო წლებში სერიოზული კითხვები გაჩნდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის სტატუსთან და -ს მოწინააღმდეგეების მხრიდან მავნე გავლენების გავრცელებასთან დაკავშირებით. 2008-ში შეჭრის შემდეგ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% დღემდე აქვს ოკუპირებული.
სამხედრო კუთხით რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, საქართველოში დიდი ხნის რუსულ გავლენებთდან დაკავშირებით შეშფოთება კვლავ არსებობს. ასევე შემაშფოთებელია ქვეყნის შიგნით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენა. ბოლო წლებში ამან გამოიწვია აშშ-ს კომპანიის ნაცვლად ჩინური კონსორციუმის შერჩევა მასშტაბური ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში. კონკურენცია კარგია, მაგრამ როცა საქმე ასეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ რა რისკებს წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.”
– განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა “კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტის” მიღებამდე სიტყვით გამოსვლისას და კონგრესმენი ჯო უილსონის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
აღნიშნული აქტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად, აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში გასაიდუმლოებული ანგარიშის წარდგენას ავალებს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და შესაძლო თანამშრომლობას ეხება.
გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადების გარდა, კანონპროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ აშშ-ს ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს, რომელიც შეაფასებს ორმხრივ კავშირებს, აშშ-ს დაფინანსებას, საქართველოს შიდა პოლიტიკურ გარემოსა და განსაზღვრავს, უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება.
“ეს კანონპროექტი დაგვეხმარება, შევაფასოთ, რამდენად სერიოზულია საქართველოს დამოკიდებულება აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ” – განმარტა კონგრესმენმა მასტმა.
ცნობისთვის, 8 ივნისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა “კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტს”. აქტი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა წარუდგინეს. კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატამ მხარი ხმოვანი კენჭისყრით დაუჭირა, რაც ნიშნავს, რომ დარბაზში აქტს კონგრესმენების უმრავლესობა მიემხრო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს

გია ხუხაშვილი – ივანიშვილი ცდილობს, ტრიუკები ჩაატაროს, ვითომ უკრაინას ელაპარაკება, ამერიკასთან ალაგებს – სააკაშვილს ყავლი გაუვიდა, ანტიგმირი განულებული თუ არა, ძალიან დასუსტებულია და შეიძლება, ქვეყნიდან გააგდონ