მერაბ მეტრეველი: პრემიერი იდგა მედიის წინაშე და ნახევარი საათი ლაპარაკობდა მოქალქე ივანკშვილის პირად ღირსებებზე, მის დამსახურებებზე, უწოდა პოლიტიკის გროსმაისტერი…

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
წარმოიდგინეთ, ხალხო, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ:
გუშინ რომელიღაც სამთავრობო არხზე გამართულა დებატები. დებატებში იჯდა კონსტიტუციით ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი.
იქ ოპონენტებმა გალანძღეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, , პრემიერმა ის კი დაიცვა, მაგრამ, როგროც ჩანს, ისე ვერა, რომ საპატიო თავმჯდომარე კმაყოფილი დარჩენილიყო.
ამის მერე როგორ განვითარდა მოვლენები, რა უბედურება დაატყდა თავს იმ კაცს, ვისაც ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი ქვია, შეგვძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ,
რადგან დღეს ბრიფინგი დანიშნა ქვეყნის პირველმა პირმა და ბრიფინგის თემა იყო ერთადერთი – ბიძინას ღვაწლი ქვეყნის წინაშე!
პრემიერი იდგა მედიის წინაშე და ნახევარი საათი ლაპარაკობდა მოქალქე ივანკშვილის პირად ღირსებებზე, მის დამსახურებებზე, უწოდა პოლიტიკის გროსმაისტერი, თქვა, რომ ბატონ ბიძინას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, რომ მისი პოლოტიკური წონა ორ ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს, რომ დებატების დროს მისი ერთმმართველად მოხსენიება სრული სიყალბეა, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებებში არ ერევა, უბრალოდ, თავად როგორც პარტიაში მეორე პირი ხშირად სარგებლობს მისი რჩევებით, მისი რჩევები კი ყოველთვის ფასდაუდებელია, ამიტომ ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნებოდა არასწორი.
ივანიშვილი განსაკუთეებულ პატივს სცემს განსხვავებულ აზრს და ყველა გადაწყვეტილება ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიიღება, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ასეთი მსჯელობის დროს, რა თქმა უნდა, უმეტესად ბატონი ბიძინას აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპენტენციის დამსახურებააო.
სიტყვას არ ვამტებ, ხალხო, კიდევ შევამცირე მისი დითირამბები.
ახლა ვცდილობ, წარმოვიდვინო, რა უქნა ბიძინამ მას წუხელის, ასეთი ბრიფინგის ჩატარება რომ გადაწყვიტა.
ასეთი საცოდაობა დიდი ხანია არაფერი მინახავს.
ეს ჩვენს ქვეყანაში რატომ უნდა ხდებოდეს?

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: ადრეც უქიათ ბ- ნი ბიძინა ქართული ოცნების წევრებს, ერთადაც და ცალ/ცალკეც, სულ ბოლოს ქ- ნი ვიცე/პრემიერის ქებათაქება მახსენდება, მაგრამ საგანგებო ბრიფინგი და ტრიბუნიდან თქმული სულ სხვა ეფექტია

ნიკა გვარამია: სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე გრძელ სტატუსს დავწერდი, მაგრამ დღეს 21:30 ინგა გრიგოლიასთან ვარ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მირჩევნია იქ ვილაპარაკო: