მერაბ მეტრეველი: ეს იმიტომ რომ ილია თავადაა დიდი. ასეთი დიდება, რომ შენ გახდე თეთრ სახლში გამართული ღონისძიების მთავარი მოვლენა, ასე მარტივად არ მოდის

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
ილიას წაგების გამო დამწუხრებული ქართველობა შეთქმულების თეორიებმა გაიტაცა.
ამ თეორიებს სამი რამ ასაზრდოებს: 1) დაუმრცხებელი ფალავნი დამარცხდა, 2) ივენთი თეთრი სახლის ეზოში ტრამპის დაბდღდზე იმართებოდა 3) მეტოქე ამერიკელი იყო.
მოკლედ, ხალხი ფიქრობს, თეთრ სახლში, ტრამპის დაბადღეზე ამერიკელის არ წააგებინებდნო.
რა თქმა უნდა, სიგიჟეა ეს თეორიები, რადგან ილიამ ჯანმრთელობა შესწირა ამ ბრძოლას, ექიმი გაჩერებას ითხოვდა და არ გაჩერდა.
ბრძოლას მე დილით ვუყურე, რადგან ამ სპორტის ისეთი გულშემატკივარი არ ვარ, რომ ღამე გამეთენებინა და ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება შექმნილმა ატმოსფერომ მიიქცია.
აქეთ თეთრი სახლი, იქეთ ლინკოლნის მემორიალი, ამერიკის პრეზიდენტი და ათასობით ამერიკელი, რომელიც მთელი ბრძოლის განმავლობაში სკანდირებს: იუ-ეს -ეი, იუ-ეს-ეი!
რაღაც მომენტში მეგონა “როკი -4” გადიოდა. 🙂 სტალონეს გმირი რუსს რომ ეჩხუბება და მთელი ამერიკა ფეხზე დგას, მაგრამ იქ მეტოქე უზარმაზარი სბჭოეთის წარმომადგენელია, ეს ქვეყანა მართლაც ამერიკის მთავარი მეტოქე იყო მაშინ. აქ კი ამერიკელის წინაშე ერთი პატარა საქართველოს წარმოამდგენელი იდგა, თუმცა ვნებები იგივე იყო, ამბის მასშტაბი – უზარმაზარი.
ეს იმიტომ რომ ილია თავადაა დიდი. ასეთი დიდება, რომ შენ გახდე თეთრ სახლში გამართული ღონისძიების მთავარი მოვლენა, ასე მარტივად არ მოდის. შესაბამისად ილიამ უნდა იამაყოს თავისი მიღწევებით, გამრჯვებები კი კიდევ წინაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო კილაძე – გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი – კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის „გაშავებას“ რომ დავთანხმებოდი გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, პრობლემები არ შემექმნებოდა