მარკო რუბიო ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანისა და სომხეთის გვერდით დგას მშვიდობისკენ სწრაფვაში“.
„პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მისი პარტიის ხელახლა არჩევას ვულოცავ. ჩვენ ერთგული ვრჩებით ისტორიული ვაშინგტონის მშვიდობის სამიტის მიზნების ხელშეწყობის, მათ შორის, „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების მიმართ. მოუთმენლად ველით ერთად მუშაობას სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი X-ზე.




