ირაკლი კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს.
საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე მზადყოფნას გამოთქვამს მეგობრული ურთიერთობების შემდგკმი გაღრმავებისთვის.
“გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას.
მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.