სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავისი პარტიის – სამოქალაქო ხელშეკრულება – გამარჯვება გამოაცხადა

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში თავისი პარტიის – სამოქალაქო ხელშეკრულება – გამარჯვება გამოაცხადა | ამის შესახებ მან მედიასთან გაკეთებული განცხადებისას თქვა. მისი თქმით, მომავალ მთავრობას დამოუკიდებლად და ერთპიროვნულად ჩამოაყალიბებს
🔻 სომხეთში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა – ხმების დათვლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. არჩევნების ოფიციალური და საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მანამდე ეგზიტპოლების შედეგები ფაშინიანის პარტიამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც: ფაშინიანის პარტიამ ხმების – 56,7%, კარაპეტიანის პარტიამ კი 17,5% მოიპოვა. პრორუსული Sputnik Armenia-ს ეგზიტპოლების შედეგებშიც ფაშინიანის პარტია “სამოქალაქო შეთანხმება” ლიდერობს. მათი შედეგები ასეთია: ფაშინიანის პარტია – 32,7%; კარაპეტიანის პარტია – 29%
🇦🇲 სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 59% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 10%-ით მეტია. საარჩევნო პროცესში მონაწილეობა 1,476,597-მა ადამიანმა მიიღო

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი: აქ [საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში] ჩემი გზავნილი არის იმის კიდევ ერთხელ აღწერა, თუ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რაც იციან, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ყოველ წუთს იცოდნენ ბოლომდე (ვიდეო)

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”