ლევან გოგიჩაიშვილი: რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ვნახეთ ერთ-ერთი დეპუტატის, თეა წულუკიანის სამარცხვინო გამოსვლა. პოლიციელებს ასეთი მოწოდებით მიმართა: ისე გალახეთ ხალხი, ვიდეოზე მაინც არ გადაგიღონო

ლევან გოგიჩაიშვილი:
რა ფუნქცია აქვს გენერალ-კოორდინატორ მდინარაძეს და მის უწყებას, რომელიც დღეს გვაჩვენეს?
🟣 დღეს დაგვანახეს ადამიანი, რომელიც იქნება ახალი ნათია მოგელაძე, რომელიც გააკონტროლებს ადამიანის პოსტებს. სადამდე მივა, როგორ მივა, როგორ განვითარდება, რა პრეცედენტები შეიქმნება, ამას დრო გვაჩვენებს
🟣 თუ ვინმე ამჟღავნებს ამ ქვეყანაში სიძულვილის ენას განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ თუ ვინმე სიძულვილით საუბრობს, იწყევლება, იგინება და უზრდელობს, ესენი სწორედ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან: ქალაქის მერი, პრემიერ-მინისტრი… სულ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ვნახეთ ერთ-ერთი დეპუტატის, თეა წულუკიანის სამარცხვინო გამოსვლა. პოლიციელებს ასეთი მოწოდებით მიმართა: ისე გალახეთ ხალხი, ვიდეოზე მაინც არ გადაგიღონო.
​სწორედ ეს ადამიანები მართავენ მათ მიერვე შექმნილ ტროლების ქარხნებსა და Fake გვერდებს, სადაც ყოველდღიურად, პირდაპირი მნიშვნელობით, მოქალაქეების შეურაცხყოფა მიმდინარეობს. სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა.
მთელი ეს სიძულვილის კორიანტელი, რაც ამ ქვეყანაშია დატრიალებული, თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნებიდან“ მოდის.