ნიკო მანაგაძე: წლევანდელ პირველ ივნისს ამ ქვეყანაში ბავშვები და მათი ოჯახები უკვე 42-ე დღეა შეხვდნენ ღია ცის ქვეშ, სიცივესა და ქარში, დაყრუებული და ადამიანობისგან დაცლილი ბოროტი ცინიკოსების სამუშაო ადგილსამყოფელთან

აქტივისტი ნიკო მანაგაძე:

რამდენად ცინიკური და გულისამრევია, რომ ბავშვთა დაცვის დღის მილოცვებს დილიდან აფრიალებენ სარჯველაძე, კობახიძე და მსგავსი ბავშვთმოძულე და ზოგადად კაცთმოძულე სუბიექტები, რომლებიც გაცხადებულად უმძიმესი ამქვეყნიური სატანჯველისთვის სწირავენ ბავშვებს და მათ ოჯახებს, განსაკუთრებით ვგულისხმობ დიუშენით დაავადებულებს, რომელთა სიცოცხლეც დღეს მხოლოდ ამ ხალხის ხელშია, საუბედუროდ.

წლევანდელ პირველ ივნისს ამ ქვეყანაში ბავშვები და მათი ოჯახები უკვე 42-ე დღეა შეხვდნენ ღია ცის ქვეშ, სიცივესა და ქარში, დაყრუებული და ადამიანობისგან დაცლილი ბოროტი ცინიკოსების სამუშაო ადგილსამყოფელთან.
ენით აღუწერელი და აუხსნელია ბოროტების ეს მასშტაბი. რაზე შეიძლება გადიოდეს ბავშვთა დაცვის იდეა, თუ არა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვაზე.
მორჩით ამ ბოროტი ზღაპრის გმირების როლის თამაშს, მიეცით ბავშვებს წამალი!!

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ