“ახლა უკვე მოვიცალე რომ მეტად განვმარტო ჩემი მოსაზრება თუ ვის ვუხდით მადლობას 7 ივნისის მარშზე.
მცირე წინაისტორია მინდა ყველას შეგახსენოთ.
1. დიუშენის მარშები შაბათის მარშიდან დაიწყო. მონაწილეთა უმრავლესობა ძირითადად ყოველთვის იყო რუსთაველის ხალხი.
2. ეს ის ხალხია რომელიც და-ძმაზე მეტად დაგვიდგა მხარში და კანცელარიის წინ ჩვენთან ერთად ათენებდნენ.
3. ეს ის ხალხია რომელთა დიდი ნაწილი ან გზაზე/ტროტუარზე დგომის გამოა დაჭერილი ან 5000 ლარიანი ჯარიმები აქვს აკიდებული ან გადახდილი.
4. ეს ის ხალხია რომელსაც ანგარიშები აქვთ დაყადაღებული მაგრამ მაინც ბოლო კაპიკებს აგროვებენ სხვის დასახმარებლად.
5. ეს ხალხია რომელიც ვერ ეგუება უსამართლობას და არც ქვეყნიდან გაქცევა არ უნდა.
6. ეს ის ხალხია რომელიც ყველა დაჩაგრულს მხარში დაუდგება და ყველა ჩაგვრას გააპროტესტებს.
7. ეს ის ხალხია რომელთა ორგანიზებით 2 მილიონ სამასი ათასი ლარი შეგროვდა ბავშვების დასახმარებლად.
8. ეს ის ხალხია რომელსაც ხელისუფლებამ კოლექტიური სახელი დაარქვა გასაშავებლად, თუმცა სამწუხაროდ ფართო საზოგადოებაც შეეჩვია რომ მათ
უნდა აპროტესტონ ყველას გასაპროტესტებელი.
ეს ხალხი 550 დღე ხელისუფლებისთვის მადლობის სათქმელად ნამდვილად არ დგას რუსთაველზე.
შესაბამისად, მშობლებსაც მოვუწოდებ და მე მგონი არც ექნებათ სხვა აზრი რომ დიუშენის მარშით ხელისუფლებას არ ვუხდით მადლობას.
სატელევიზიო ინტერვიუებში კი, რომელი მშობელი რასაც უნდა იმას იტყვის. მეც უკვე ვამბობ მადლობას და ვეტყვი მადლობას კობახიძეს, სარჯველაძეს და ბიძინა ივანიშვილს როდესაც ბავშვები გადარჩებიან და მიიღებენ წამალს.” – წერს სოციალურ ქსელში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მშობელი კახა წიქარიშვილი




