: რა იცით, რომ დიტო სამხარაძეს მეგობრულად, თამაშრომლურად, თანაგუნდელობის ეგიდით მანამდეც არ ვესაუბრებოდი ამ თემაზე, ან ის არ მესაუბრებოდა რაღაც ემოციის შეკავებაზე

“თქვენ რა იცით, რომ დიტო სამხარაძეს მეგობრულად, თამაშრომლურად, თანაგუნდელობის ეგიდით მანამდეც არ ვესაუბრებოდი ამ თემაზე, ან ის არ მესაუბრებოდა რაღაც ემოციის შეკავებაზე. […] პრევენციას კანონი უზრუნველყოფს. რა და როგორ მეცნიერებაა, მეცნიერების სფეროა, კერძო და ზოგადი პრევენცია არის როგორც სისხლისსამართლებრივი, ასევე სამოქალაქო, ადმინისტრაციულსამართლებრივი კატეგორიები და მას აქვს მეცნიერულ-ფაქტობრივი საფუძვლები”. – უთხრა ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს კითხვაზე – გააფრთხილებს თუ არა მომავალში ოცნების წევრს, დიტო სამხარაძეს, რომ თავი შეიკავოს შეურაცხმყოფელი სტატუსების წერაზე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს “ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა”.
აღნიშნული სამმართველოს მიზანი, ოცნების მტკიცებით, “საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება”.
მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნულში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და “სხვა მსგავს ქმედებებს”.

ასევე დაგაინტერესებთ