“ეს არის ჩემი ერთგვარი დასკვნა საქართველოზე, აქ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ: ვფიქრობ, ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში. თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს უთხრან მოსახლეობას. ისინი არ არიან გულწრფელები და პატიოსნები თავიანთ მოსახლეობასთან, ვინაიდან მოსახლეობა კვლავაც ოცნებობს ევროპაზე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზების გამო….
უპირველესად ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსი ადგილზეა. თუ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას, მას კვლავაც შეუძლია გაწევრიანება.
ჩვენ იმედიანი კავშირი ვართ. ყოველთვის საუკეთესოს იმედი გვაქვს. ხანდახან ხალხი ზურგს გვაქცევს, ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ, თუკი ისინი მოისურვებენ ჩვენკენ მობრუნებას, ძალიან მოხარულები ვიქნებით შევეგებოთ მათ.
უპირველესად უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ ვართ საქართველოს მტრები, არამედ ჩვენ ვართ მეგობრები და პარტნიორები”.
[…]
“ევროკავშირი არის უდიდესი წარმატების ამბავი. გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. თუმცა, თუკი გაფართოების ტალღებს გადავხედავთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვან ბოლო ტალღებს – როცა ევროკავშირში გაწევრიანდნენ წარსულში საბჭოთა კავშირის წევრი ბალტიის ქვეყნები ან საბჭოთა კავშირის კონტროლქვეშ მყოფი პოლონეთი, ჩეხეთი და სხვები, დავინახავთ, რომ ყველა მათგანმა მიიღო უდიდესი სარგებელი ევროკავშირში გაწევრიანებით. ამ ქვეყნებში ევროკავშირის მიმართ მაღალი მხარდაჭერაა, რადგან მოქალაქეები ხედავენ სარგებელს, ხედავენ მშვიდობას, ხედავენ თავისუფლებას და ხედავენ კეთილდღეობას. ასე რომ, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
თუ გსურთ სამხრეთ კავკასიის მცირე ერთეულად ყოფნა, მულტი-ვექტორული პოლიტიკით, ყველასთან საუკეთესო მეგობრად ყოფნა, ეს შესაძლებელია, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, იქნებით პატარა გემი ღია ზღვაში.” | ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი




