ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ბატონო პაპუნა (ლოცულაშვილი), როცა პოლიციამ გცემათ, როცა ქვებზე ფეხით გათრიათ, როცა ყვიროდით ნუღა მირტყამთო და წიხლებით სახეში გცემდნენ…

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ძვირფასო ბატონო პაპუნა (ლოცულაშვილი),
გავიგე შემოგითვლიათ,
ჩემს საქმეს მე თვითონ მივხედავო,
ზედმეტად ჩარევა არაა საჭიროო,
უკვე დასასჯელი დაისაჯაო კაცო ♡
დასასჯელს რაც შეეხება,
ჯგუფური ძალადობის მუხლით,
ამჟამად ციხეში ბევრი ისეთი ზის,
რომელიც ჯგუფთან ერთად კი იყო,
მაგრამ თითი არ დაუკარებია არავისთვის,
მაგრამ ჯგუფურის მუხლით გაასამართლეს,
ჰოდა ძვირფასო პაპუნა,
უკვე დაისაჯნენ რას გულისხმობს?
დანარჩენი 6 პოლიციელიც დაიჭირეს და ჩვენ რამე არ ვიცით?
თუ იმათ ეპატიათ რადგან ხელით არ შეგხებიან…
ან ფეხით…
ან წიხლით..
რადგან თქვენ შემოგვითვალეთ,
შეიძლება მეც შემოგითვალოთ,
რომ თქვენ, როცა პოლიციამ გცემათ,
როცა ქვებზე ფეხით გათრიათ,
როცა ყვიროდით ნუღა მირტყამთო
და წიხლებით სახეში გცემდნენ,
მხოლოდ ინდივიდუალურად
თქვენ,
პაპუნა ლოცულაშვილს კი არ გცემდათ პოლიცია,
მისთვის მაინც და მაინც
მიზანმიმართულად თქვენი
სახელისა და გვარის პიროვნების ცემა კი არ იყო გადამწყვეტი,
არამედ სისტემა სცემდა
საქართველოს მოქალაქეს,
სისტემა ჩაგრავდა საქართველოს მოქალაქეს
და ჩვენ,
საქართველოს მოქალაქეები,
ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს მომავალს
და გიცავთ თქვენ,
რომ თქვენი დაცვით,
ჩვენს მომავალს ვიცავთ,
გაგვიგეთ ხომ?!
და რომ არა ხალხის მხარდაჭერა,
მერწმუნეთ
დღეს უკვე წინასწარი ორთვიანი შეფარდებული გექნებოდათ
და ალბათ რამდენიმე წლითაც ციხეში გაგისტუმრებდნენ,
შესაბამისად
მადლიერება კარგი რამეა,
ბევრს არ შეუძლია გამოხატვა,
არადა მართლა ძვირფასი რამეა..
იცით,
ინდივიდუალურად შეიძლება ვინმეზე გამწყრალი იყოთ,
მაგრამ პოსტის მოძღვნა,
ასეთი სახით დაწერა,
რა ვიცი,
ბოლო დღეებში,
სრულიად ქართველი ხალხი კბილებით გიცავდათ,
რომ გისოსებში არ აღმოჩენილიყავით
და ორიოდ ადამიანზე თუ გაბრაზდით და ამხელა პოსტი მიუძღვენით,
მილიონობით მოქალაქეს საპატივსაცემოდ, ერთი მადლიერების პოსტიც დავეწერათ არ სჯობდა?!
არადა მადლიერება მართლა მნიშვნელოვანი რამაა,
ბატონო პაპუნა,
ვისურვებდი თქვენგან მადლიერების
პოსტი წამეკითხა,
ქართველი ხალხისადმი,
გულწრფელად ვისურვებდი,
პატივისცემით