უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტი ჩეხეთში დააკავეს. როგორც BBC-ს რუსული რედაქცია წერს, მიტროპოლიტი ილარიონი ორადგილიან საკანში მოათავსეს. გათავისუფლების შემდეგ ის დეტალებზე ჟურნალისტს ესაუბრა.
24 მაისს მიტროპოლიტ ილარიონისა და პეტრე-პავლეს ტაძრის მოძღვარი, რომლებიც მანქანით გადააადგილდებოდნენ, ჩეხმა პოლიციელებმა გააჩერეს. პოლიციელებმა ჩხრეკისას მანქანაში “4 საშუალო კონტეინერი თეთრი ნივთიერებით” აღმოაჩინეს – სამართალდამცავთა ვერსიით, ეს იყო ნარკოტიკული საშუალება. მიტროლოპიტის თქმით, პოლიციელები დაუკავშირდნენ მათ ადვოკატს და აღნიშნეს, რომ გამოძახებაზე ანონიმური ზარის შემდეგ გავიდნენ. გამოძახებისას ზუსტად იყო აღნიშნული მანქანის მარშრუტი და კონტეინერების ადგილი.
მიუხედავად იმისა, რომ მიტროპოლიტი უარყოფდა აღმოჩენილ ნივთიერებასთან რაიმე კავშირს, ის მაინც დააკავეს. 2 დღის შემდეგ ჩეხეთის სასამართლომ ის ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა. მიტროპოლიტმა ჩეხეთი დატოვა.
ბოლო პერიოდში მიტროპოლიტ ილარიონის სახელს სკანდალური საქმეც უკავშირდება. დაკავებამდე ერთი წლით ადრე გეორგი სუზუკიმ, რომელიც ილარიონ ალფეევის დამხმარე გახლდათ, მიტროპოლიტი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, ილარიონმა სუზუკი ქურდობაში დაადანაშაულა. უნგრეთში, რომლის მოქალაქეც მიტროპოლიტი ილარიონი გახლავთ, ამის გამო სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს. 2024 წლის 27 დეკემბერს სინოდის კრების გადაწყვეტილებით, ილარიონს ეპარქიის ხელმძღვანელობა ჩამოართვეს და კარლოვი-ვარის ერთ-ერთ ტაძარში გაამწესეს.
წყარო




